სოცქსელი

«მეორე ლოყაზე შემოსცხო და აი მანდ გადამეკეტა»-ლაშა ბერულავა მამისაგან შვილზე ძალადობის ფაქტს შეესწრო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ძალიან აფექტური ვყოფილვარ, როცა მამისგან ბავშვის ჩაგვრას (სინამდვილეში უმოწყალოდ ცემა უფრო ერქვა) ვხედავ, ცოტა შემეშინდა ჩემი თავის…
სოფელ *** ვართ მე და დემური, ატოცში ვბრუნდებით. მარკეტში შევიარეთ: კიტრი, პომიდორი, ხახვი… გამოვედით და ჩვენთან ერთად მამა და დაახლოებით სამ წლამდე გოგონა გამოვიდნენ. ბავშვი ტიროდა, თვალი გავაყოლე, მაღაზიიდან გამყიდველი გამოვიდა და რა გვარი ხართო, მიაძახა – მივხვდი, ნისიად აიღო, არადა, ერთი პატარა ბარამბინოს შოკოლადი და მარილიანი ჩხირების პატარა შეფუთვა უჭირავს…

Loading…

ის-ის იყო, მამა უფრო შემეცოდა და უცებ მესმის: “აი შენ “დიდი მინდა!”, აი! აი!” და მამამ გასლილი ხელი ორჯერ მწარედ შემოსცხო ბავშვს წელსქვემოთ.
ტუჩი მოვიკვნიტე, ინსტინქტურად გავიწიე,აგრამ შევიკავე თავი ჩარევისგან: მეთქი, მამაა, ფული არა აქვს, ბავშვი ბუზღუნებს და გაჭედა, მეტს აღარ იზამს…
შენც არ მომიკვდე!
სანამ გზა გადაჭრეს, ჯერ თავში წამოარტყა, გადაყვანის მერე ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე შემოსცხო და აი მანდ გადამეკეტა, დემური მეუბნებოდა, გიჟივით გაიქეციო…
“ოე! დამელოდე!” რომ დავუღრიალე, მახსოვს და რა ვუთხარი, თითქმის აღარ…
მახსოვს რომ კაცის ცრემლიანმა თვალებმა გამომაფხიზლა, ბავშვი დედას ჰყავდა უკვე შეყვანილი, ეს კაცი მიხსნიდა, რომ თვითონაც ცუდ დღეშია, რომ ბოდიშს იხდის და აღარ გავუგრძელო ლაპარაკი, ბავშვთან გავუშვა და ჩაეხუტება და კი დავშორდით მშვიდობიანად, მაგრამ მართალი გითხრათ, არ ვიცი, დავუჯერო თუ არ დავუჯერო, ეს რა ვნახე..

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

ფეისბუკს გაცნობის ფუნქციაც დაემატა

«შეიძლება გეწოდოთ @ლისთაყვანისცმემლები, ან @ლის გიჟები, გრცხვენოდეთ!!!»-შეროზია

«დედას რომელსაც ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა…» -მაშველმა ხანძრის დროს გარდაცვლილ სტიქაროსანს ტელეფონი მოპარა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი