განცხადება/მიმართვა

მეორე თვალიც რომ არ მქონდეს მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია-გიორგი სულაშვილმა 20 ივნისის აქციის ღამეს თვალი დაკარგა (ვიდეო)

20 ივნისის აქციის  სისხლიან  დარბევაზე დაშავებული  გიორგი სულაშვილი  ტელეკომპანია

“მესამეს” ეთერში 20 ივნისის  მოვლენებს იხსენებს.

«ქართველობის გამო ვიყავი იქ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერზე შემტკივა გული აბსოლუტურად…მე ვიყავი პარლამენტის კიბეებთან და გვერდიდან მესროლეს. ეს გამიზნულად გასროლილი იყო. რუსეთი ოკუპანტია და ყოველთვის ვიტყვი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაგ აზრზე ვიქნები. რუსეთი არის დამპყრობელი და საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე. ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და აღარ ყოფილიყოს ასეთი მომავალში და სხვებს აღარ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გამოვცადეთ… მაკოც გმირია, უსაყვარლესი გოგოა, მოვიკითხავ და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ», — განაცხადა გიორგი სულაშვილი.

 

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ვის უხდის მადლობას ნოდარ მელაძე?

«ხვალ კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

«დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“-ელენე ხოშტარია კობახიძეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი