პროტესტი

მეორე ვიზიტი ერთ საქმეზე — არასამთავრობოებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში

დღეს, განხორციელდა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მორიგი, მეორე ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში, რომლის მიზეზი  გახდა, საზოგადოების წარმომადგენლების პირველ ვიზიტზე ამ უწყების მხრიდან სრული იგნორი.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ა.წ. 26 აპრილს ოფიციალურად მივმართეთ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს რათა გაეცა პასუხი თუ, რატომ ვერ ხერხდება უკრაინის ობმუნდსმენის, ბ. ლუბინეცის დაშვება  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. რაზეც დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი და ამიტომაც დღეს, 11 ივნისს ხელმეორდ მივმართეთ იგივე განცხადებით“, — განაცხადა ვიზიტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მანანა ანდღულაძემ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სააქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს გაანეიტრალოს პოლიტიკური ოპონენტი. ასევე ჩვენ ვიხილეთ ევროპის შესაბამისი ორგანოს (CPT — სიპიტი) დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე, მის წამებაზე და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, უკანონო თვალთვალზე,“ — აცხადებს ვიზიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, აკაკი ხუსკივაძე

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში. მარტში ოფიციალურმა პირებმა, უკრაინის სახალხო დამცველმა, ბ.ლუბინეცმა, პარტია „სლუგა ნაროდას“ (ხალხის მსახური) თავჯდომარემ, ელენა შულიაკმა (რადას დეპუტატი) გააკეთეს განცხადებები მისი გათავისუფლების შესახებ. ასევე ა.წ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. აშშ-ის სახდეპმა გააკეთა განცხადება ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, კლინიკა ვივა მედიდან სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის შესახებ, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამ მოცემულობაში დუმს, რაც ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მსგავსი პოსტები

უზბეკეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო

ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ — ზაალ უდუმაშვილი

საბერძნეთში ქართველები რუსულ კანონს აპროტესტებენ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი