“ქართული ოცნებიდან” წამოსულ დეპუტატ, ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ირაკლი კობახიძის მიერ მიკროფონის გათიშვას და თქვენობითი ფორმით მიმართვის მოთხოვნას მოჰყვა, გაღიზიანებული ეკა ბესელია კი კობახიძეს ტრიბუნასთან აუვარდა.
„ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის,“
„ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დავაყენებ – იმპიჩმენტის წესი,“- განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.
