მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება და ხვალიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება

0
25

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, ასფალტის ქვედა ფენების დაგება დღეს ღამით დასრულდება და ხვალიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.

„რამდენიმე დღეა მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები“, — განაცხადა კახა კალაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ