განცხადებები

«მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში» -ჩარკვიანის სკანდალური განცხადება

«კანონი და სამართლის» ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „პალიტრანიუსის» გადაცემა „360 გრადუსში» «ნაციონალური მოძრაობიდან» წასული ნიკა მელიას შესახებ  საუბრობს.

«მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში» თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწადნახევარია თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა როგორც ვიცი,

ვერ დაძრეს ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის» სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ „ნაციონალური მოძრაობის» ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა» ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია», — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

მსგავსი პოსტები

არ ვისურვებდი, რომ ჩემს გუნდში ვინმეს ცისარტყელის ფერებში გაკეთებული სამკლაური ეკეთოს — ჯენარო გატუზო

რას ითვალისწინებს სანქციების მეშვიდე პაკეტი, რომელსაც რუსეთისთვის ამზადებენ?

არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს“ — სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი