მეთადონის პროგრამისთვის გამონაკლისის სახით დაშვებულია გარკვეული პირობები, რაც მედიკამენტების შედარებით მომატებული დოზის ბინაზე გატანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის 5 – დღიანი პერიოდისთვის საჭირო მედიკამენტების მიცემა იგეგმება. „ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო და არც ერთ პაციენტს არ შეექმნება პრობლება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Loading…
