«ხაზარაძის პარტიის წევრი,ქეთევან ენუქიძე დებს , ჩემი მეუღლის მიერ გამოტანილი სესხის დოკუმენტს, (ბანკიდან სესხი 2014 წ- ქართუდან და მაღალი პროცენტის გამო გადასულია ,ჩემი მეუღლე ჰალიკ ბანკში, უკეთესი პირობების გამო) . თაკო ჩარკვიანი ბანკირ ხაზარაძეს მევახშედ ,რატომ მოიხსენიებსო ?!😂(ცხადია ბიზნესისთვის, ადამიანებს გამოაქვთ სესხი) და რას ხედავს ამაში ცუდს ვერ ვიგებ ენუქიძე, მთელ საქართველოს სესხი აქვს გამოტანილი,განსაკუთრებით წესიერ ბიზნესმენებს და საერთოდ ადამიანებს,ააქვთ სესხები ბანკებში (თან ინფლაციაა წარმოუდგენელი) და არა ბიუჯეტის ქურდებს, მომპარავს რად უნდა სესხი, როცა ხალხის ფულით იკვებებიან, ჯერ ერთი,დიდ მადლობას ვეუბნები ამ ქალბატონს რეკლამისთვის-ფიარისთვის😀უფრო დიდ რეკლამას ვერ გაუკეთებდა ჩვენს ოჯახს, რადგან სწორედ ამას ვამბობ და ვყვირი, რომ ბანკირები კი არა მევახშეები არიან მეთქი და ადამიანებს , მეწარმეებს , ბიზნესმენებს , უუუუმაღლეს პროცენტს ახდევინებენ, ხალხს სისხლს უშრობენ მეთქი, დიახ აკი ვამბობ და მადლობთ , რომ ხალხს გააგებინეთ , რომ ჩვენს ოჯახს წესიერი ნამუსიანი ფული აქვს, მშრომელ კაცს , რომ ეკადრება ისეთი და ამიტომ ვიცი ზუსტად და საკუთარ მხრებზე “გამომიცდია”, ბანკირები არიან “ზოგიერთნი” თუ მევახშეები. დიახ მევახშეა ხაზარაძე და რუსული ფულით ცხოვრობს,(ნახეთ ალბათ დოკუმენტი-კონტრაქტები ხაზარაძისა),დიახ მევახშეა , ზურაბიშვილის- ანუ ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების პრეზიდენტის მხარდამჭერი, და ამ ბინძურ სისტემასთან 25 წელია შეზრდილ- შესისხლხორცებული, ხალხის ფულით გამდიდრებული ტიპიური ოლიგარქი — მევახშე, ამას არ სჭირდება დიდი მტკიცება და ტლიკინი !სესხი გვქონია ბანკებში თურმე- (ამჟამად ჰალიკ ბანკში უკეთესი პირობების გამო) და რაა მერე- წესიერ ბიზნესმენს და არა მომპარავს დიდი ბიზნესი, ევროპაშიც და აქაც სესხით ააქვთ- ეს კომპრომატია?? არ ვიცოდი საკრედიტო სესხი თუ კომპრომატი იყო,😀ჰოდა, საკრედიტო სესხი , რომ კომპრომატი გგონიათ და თაღლითი მევახშე ნორმალური, იმიტომაც ვართ ეს ქვეყანა და გაღატაკებული ხალხი ამ დღეში.ჰოდა ამიტომაც ვიცით,ვინ არის ბანკირი და ვინ არის მევახშე, კიდევ ერთხელ მადლობა მევახშე ხაზარაძის პარტიის წევრ “ ქართულის მასწავლებელ” ქ ენუქიძეს ( ჩვენი ოჯახის წესიერების გამომზეურებისთის, რადგან სესხი მხოლოდ ბიზნესმენის პატიოსნებაზე და შრომაზე მეტყველებს)ხოლო ამ ქალბატონის სიტყვები, როგორც და რა ლექსიკითაც ის მეტყველებს( “გოთვერნებო, უკუღმა ფეხებით წამოღებულებო, კედელზე თავმირტყმულებო, მომიტევეთ- “ ტყ- ყ-ყყ “ ) და ასე შემდეგ, “ ქართულის პედაგოგი” არა და უფრო ფსკერზე მყოფ მევახშეს შეეფერება- აკი იპოვა თავისი ადგილი- მევახშესთან! საქართველო- ხალხი მეცოდება — ახალი “მახისთვის”, ახალი მევახშისთვის,თორემ “ ესენი”… ტალახს ერთი კარგი მაგარი წვიმა ჩამორეცხავს!😘😀დიახ , მე და ჩემი ოჯახი ისე ვცხოვრობთ, როგორც ჩემი ხალხი!❤️»
თაკო ჩარკვიანი, პარტია კანონი და სამართალი