covid-19

მედიკოსებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან «კოვიდ19-ის» ნიშნებით მცირეწლოვანი გადმოიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ცენტრის მანქანით მედიკოსებმა «კოვიდ19-ის» ნიშნებით მცირეწლოვნები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს.

2 და 3 წლის და-ძმას ცხელება, ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ბავშვებს შესაბამისი კვლევები ამ წუთებშიც უტარდებათ. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, დაუდასტურდებათ თუ არა მათ ახალი კორონავირუსი.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის COVID-19-ით დაინფიცირებული 2 პაციენტი მკურნალობს, კარანტინში ექიმების დაკვირევბის ქვეშ კი რამდენიმე ათეული მოქალაქე რჩება. მედიკოსები ადგილზე შემთხვევების მატებას ელოდებიან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდანაც. სწორედ ამიტომ, დღეს დილიდან სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან, საველე ჰოსპიტალი ეწყობა. საჭიროების შემთხვევაში, აქ ოკუპირებული ტერიტორიდან გადმოსულ მოქალაქეებს პირველად შემოწმებას ჩაუტარებენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თამარ გაბუნია : სტაბილიზაცია შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს, ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე

სომხეთში უკანასკნელ დღე-ღამეში 113-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი

კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა საქართველოში

დატოვე კომენტარი