საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონგრესზე სახელწოდებით «ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში»მონაწილეობა მიიღო და ღონისძიება ბათუმში სასტუმრო შერატონში თავად გახსნა.
«ვიტყოდი, ეს ისტორიული მიმართულებაა, ყველაფერი რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი; ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების,»-განაცხადა ზურაბიშვილმა
Loading…