სოცქსელი

მედგიდი ისევ გააქრეს

„ფეისბუკზე“ შექმნილი ჯგუფის „მედგიდის“ მეორედ გაუქმების შესახებ იუწყება ჯგუფის დამფუძნებელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წევრი სოფო ჯაფარიძე. „მედგიდის“ საშუალებით მოქალაქეები სამედიცინო, მეტწილად, COVID -19-თან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევებს იღებდნენ. „მედგიდი“ ისევ გააქრეს. ერთი კვირის წინ მიზანმიმართული კიბერთავდასხმის შედეგად ჩვენი ჯგუფი გაქრა სოციალური სივრციდან და ჩვენ შევქმენით ახალი ჯგუფი რამდენიმე დღის წინ და ერთ კვირაში „მედგიდმა“ გააერთიანა 75 000 ადამიანი“, — თქვა სოფო ჯაფარიძემ და დაამატა — „გამორიცხულია „ფეისბუკს“ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაექრო ჩვენი ჯგუფი. მე არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. არ ვიცი, ვის რა უშავდებოდა იმით, რომ სრულიად გაუმართავი, უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ვიბრძოდით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის“. როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, ისევ შექმნის ჯგუფს და გააგრძელებს ადამიანების დახმარებას.

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ გაიყო «ნაციონალური მოძრაობა?»-თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს აკრიტიკებს

Joni Kvaracxelia

ჩიჩიე — მალხაზ პატარაიას მორიგი ანალიზი

Joni Kvaracxelia

«ენმ არ არის ერთი, ათი ან თუნდაც ასი კაცის» — გიორგი ბარამიძე

დატოვე კომენტარი