მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

0
42

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქარდავას მოთხოვნა ამჟამად განხლვის პროცესშია და ჯერ უცნობუია, რას გადაწყვეტს უკრაინული მხარე.

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 2017 წელს დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი მას საეწსტრადაციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ქართული მხარე ქარდავას ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ძებნილმა მაღალჩინოსანმა შესაბამის უწყებებს პოლიტიკური თვშესაფრის მოთხოვნით მიმართა, შესაბამისად მისი ამ მოთხოვნის განხილვამდე ექსტრადაციის საკითხი გადადებულია.

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი.

ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

იხილეთ სრულად:პრაიმტაიმი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ