ანალიტიკაპუბლიკაციები

მეამაყება რომ ყველა ოპოზიციური პარტია მეხმარება გლდანში ოლიგარქის დასამარცხებლად — ნიკა მელია

ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა მნიშვნელოვანია როგორც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდეგ, უკვე პარლამენტში, რომ ამ ოპოზიციური პარტიების კინკლაობის შედეგად, წაგებული ოლიგარქი, საბოლოო ჯამში, მაინც მოგებული არ დარჩეს.
არც კამათია პრობლემა და არც ურთიერთკრიტიკა, ეს დემოკრატიის აუცილებელი პირობაცაა, მაგრამ დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვემალებიან სატელევიზოო ეთერებში და თოქ-შოუებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვლანძღავთ ერთმანეთს, გვაზიანებს ჩვენ, გულს უკლავს გამარჯვებას მოწყურებულ ამომრჩეველს და ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ხეირობს და სხვა არავინ.
გასაგებია რომ ყველა პარტია/ბლოკი ჩვენი ხმებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ამ ჩხუბით და ურთიერთლანძღვით, ჩვენ ჩვენს პარტიულ რეიტინგებს კი არა, მხოლოდ იმ გადაცემების რეიტინგებს ვზრდით, სადაც ვჩხუბობთ.
საბაბს ყოველთვის ვიპოვით ჩხუბისთვის, თავსაც გავიმართლებთ ახლა, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიმართლებთ თავს იმ ისტორიის წინაშე, რომელიც გვიკრძალავს მარცხს!
მოდი ვთქვათ სიმართლე — ერთობა რეალურად ჩვენი სურვილი კი არაა, ისაა, რაც მოგვისაჯა ქართველმა ხალხმა! ჩვენ მოსჯილი გვაქვს ერთობა, სხვაგვარად მარცხი გარდაუვალია. მარცხის უფლება არ გვაქვს!
შევხედოთ მთელ ამ პროცესს მომავლის გადმოსახედიდან და უფრო კარგად დავინახავთ ბევრ რამეს.
მე პირადად, მართლა მეამაყება რომ ყველა ოპოზიციური პარტია მეხმარება გლდანში ოლიგარქის დასამარცხებლად. პასუხისმგებლობასაც უფრო დიდს ვგრძნობ და ახლაც სწორედ ეს დიდი პასუხისმგებლობა მალაპარაკებს.
ძალა მხოლოდ ერთობაშია!

ნიკა მელია, ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნუ მოკლავთ!!!

Joni Kvaracxelia

პედოფილია — როგორც ნარკოტიკული და ალკოჰოლური სიგიჟე (ექსკლუზივი)

მახინჯი მღებავის ბოლო მონასმი

დატოვე კომენტარი