სხვადასხვა

მდინარე რიონში მაშველები 8 წლის ბიჭს ეძებენ

აბაშაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უკვე მეორე დღეა მაშველები მდინარე რიონში 8 წლის დაკარგულ ბიჭს ეძებენ. მოზარდი მდინარეში საბანაოდ თანატოლებთან ერთად გუშინ დღის მეორე ნახევარში შევიდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, თუმცა მეოთხე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

საძიებო ღონისძიებებში მყვინთავ-მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. მოწყობილია სპეციალური შტაბი და მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ადგილზე იმყოფებიან ასევე დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები.

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ შეჩერდა სასწავლო პროცესი ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში?

სოსო შატბერაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და უმრავლესობა მის დაპატიმრებას დათანხმდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი