განცხადებები

«მდგომარეობა მძიმეა…»რას აცხადებს ნეიროქირუგრი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს ცოტნე გამსახურდიას 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის დასრულების შემდეგ ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

“პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალის. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ქალა ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, სადაც რამდენიმე დღე დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე. რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. რამდენიმე დღე დღე ძილში გვეყოლება. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,”- განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი»-წულუკიანი

«იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი»

roma sajaia

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელი ჩოლოიანი დააკავეს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი