მგზავრს 17 ათასი დოლარი ჯარიმა დაეკისრა, თვითმფრინავის ძრავაში “წარმატებისთვის” მონეტების ჩაყრისთვის

0
228

2019 წლის 17 თებერვალს, ანჰუის პროვინციაში Anjiang-Tien-Juan-ის აეროპორტში, უსაფრთხოების თანამშრომლებმა Lucky Air თვითმფრინავის მარცხენა ძრავაში 2 მონეტა იპოვეს, როცა ის კუნმინში გასაფრენად ემზადებოდა.

28 წლის ლუმ აღიარა, რომ მან ძრავაში შეაგდო მონეტები, რადგან ჩათვალა, რომ ისინი ფრენის დროს საშიშროებისგან დაიცავდა. უსაფრთხოების მიზნით ფრენა გაუქმდა. რადგან 162 მგზავრს ერთი დღე უწევდა დარჩენა კუნგის კუნძულზე, Lucky Air- მა ლუს უჩივლა, შეფერხებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით და მას ჯარიმა დაეკისრა 120,000 იუანის (17,000 აშშ დოლარი) ოდენობით.

Loading…

ლუმ აღიარა დანაშაული, თუმცა მან ავიაკომპანიის და აეროპორტის ნაწილობრივ პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა, რადგან ეს იყო მისი პირველი რეისი და მან არ იცოდა ის, რომ არ უნდა ჩაეგდო ნივთები თვითმფრინავის ძრავაში, და არც არავინ გააფრთხილა ამის შესახებ.

მსგავსი ინციდენტები ჩინეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ მცირე რვაჯერ მოხდა.

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ