სხვადასხვა

«მაჯები დახვრეტილი ჰქონდა, კეფაზე კი, ნატყვიარი…დიდება გმირებს!..»

«ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!..»- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა და ხელზე ხელი გადაუსვა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აჩის ცხედარი ოთახში, ტახტზე დავასვენეთ.
ცხედარი კოსმეტირებული იყო და კოსმეტიკის კვალი აშკარად ემჩნეოდა ყველგან — ოჯახი გააფრთხილეს კიდეც, სახეზე ხელები არ მოუსვათო…
აჩის მაჯები დახვრეტილი ჰქონდა, კეფაზე კი, ნატყვიარის მსგავსი კვალი ემჩნეოდა…
საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების «საფირმო» ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს — იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს…
მაშინ გადაღებულ სხვა ფოტოებს არ ვაქვეყნებ, გასაგები მიზეზების გამო.
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ყველა დედას მოუკლეს, დღეს 38 წლის გახდებოდა…
და რაოდენ ნიშანდობლივია, რომ ნაბიჭვაროვიჩ პოზნერი, მისი ვიზიტი რომ ისე წარმართულიყო, როგორც დაიგეგმა, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ჩამოდიოდა და არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეს უკან, მოსკოვში ბრუნდებოდა…
დიდება გმირებს!..»-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

შერგახსენებთ დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 38 წლის გახდებოდა.

ოკუპირებული ცხინვალის სისხლიანი რეჟიმის, ე.წ. სამართალდამცველებმა ის 2018 წელს სასტიკად წამებით  მოკლეს.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ანგელოზი გამომეცხადა უხაროდა ჩემი სახეობის ტაძარი ბრუნდებაო»-ოჯახმა სახლი დაანგრია და მის ადგილზე ტაძარს აშენებენ(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

20 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ

Joni Kvaracxelia

ხანძარი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში. დაღუპულია 53 ადამიანი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი