როგორც ცნობილია 17 მაისს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად კონცერტის გამართვას გეგმავს, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარია განაცხადა, იმიტომ რომ არ სურდა დაპირისპირება საზოგადოებაში, თუმცა მომღერალმა “კვირის პალიტრასთან” სულ სხვა განაცხადა.
“17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში… ერთი პატარა ფეხს დაცდომა და იმ წუთას გადაგთელავენ!
მაშინვე ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო… შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც, ასევე ოჯახის სიწმინდის მიმართულებით! მთელი ჩემი ცხოვრების წესით ვამტკიცებ, მგონი, ამ ყველაფერს! ამიტომ არავის მივცემ იმის უფლებას, ასე ერთი ხელის მოსმით გადამთელონ!
აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა. მითხრეს, მათი არასწორი და არასამართლიანი გამონათქვამების შესახებ და ყველას ვთხოვ, თავიანთ ცხოვრებას მიხედონ განურჩევლად მრწამსისა… მივმართავ საპატრიარქოს, 17 მაისს თუ მხოლოდ კონცერტი იქნება და საჭირო ვიქნები, დამიკავშირდნენ და ნებისმიერ დროს მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად!
მაქსიმალურად თავს ვარიდებ სოციალურ ქსელს, ამდენი ბოროტება და ცილისწამება რომ თავიდან ავიცილო! შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემს პრესტიჟს და ღირსებას ვერაფერს დააკლებენ, რამდენიც უნდა, იმდენი წეროს უსინდისო ხალხმა!” – განაცხადა მომღერალმა.
