სხვადასხვა

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს-იხილეთ დეტალები (ვიდეო)

«ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.»-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ერთი საათის წინ ანაკლიასთან მიწისძვრა მოხდა

აუდიტის დასკვნა:აფხაზეთის მთავრობის სამივლინებო ხარჯებმა მხოლოდ 2017 წელს თითქმის 35 ათასი ლარი შეადგინა

Joni Kvaracxelia

ძმა, რომელმაც მცირეწლოვან დას სავარაუდოდ მარიხუანა მოაწევინა, 6-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი