განცხადება/მიმართვა

მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში – ლევან იოსელიანი

მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

იოსელიანის თქმით, განსხვავებით 8 მარტის შეთანხმებისგან, ახლა საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის მხარეს არ არიან.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ საერთაშორისო კონტექსტი, განსხვავებით 8 მარტის შეთანხმებისგან, არ არის ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს. ამიტომ ჩვენი მოსაზრება არის, რომ მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა იოსელიანმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთის საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება

Joni Kvaracxelia

“საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე დიდი თანასწორობა იყო…მდიდარი არ ჩაგრავდა ღარიბს და იყო თანასწორობა”

“საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს”-ილია მეორე

დატოვე კომენტარი