მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰონკონგში

0
295

ჰონკონგის პოლიციამ დაიწყო ძალის გამოყენება საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

უკვე რამოდენიმე დღეა რაც ჰონკონგის მოსახლეობა აპროტესტებს შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებს ჰონკონგის ექსტრადიციაზე ჩინეთის შემადგენლობაში. ორშაბათ დილით, აქციის მონაწილეებმა ნიღბებში, რომელთა შორის ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები არიან დაიწყეს სამთავრობო შენობასთან მიმავალი გზების ბლოკირება, რასაც მოყვა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის დარბევა.

მიუხედავად ჰონკონგის ადმინისტრაციის მდივნის მოწოდებისა, მოეხსნათ პროტესტანტებს ბლოკადა და დაშლილიყვნენ, აქციის მონაწილეებმა არ მიიღეს მეთიუ ჩუნის (ადმინისტრაციის მდივანი) მოწოდება და განაგრძეს ქუჩების ბლოკირება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, “ფრანს პრესის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ არ აიძულებენ ხელისუფლებას, უარი თქვას ზემოაღნიშნულ შესაძლო ცვლილებებზე.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად მილიონზე მეტი მოქალაქე გამოვიდა ჰონკონგის ქუჩებში, თუმცა პოლიციის განცხადებით დემონსტრანტების რიცხვი 240 ათასს შეადგენდა.

100-ზე მეტმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ უერთდებიან აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და სოლიდარობის ნიშნად არ იმუშავებენ რამოდენიმე დღე. ზოგიერთმა საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, HSBC ამავე მიზნით განაწესეს რბილი სამუშაო გრაფიკი. დაახლოებით 4000-მდე პედაგოგმა განაცხადა, რომ დაიწყებენ გაფიცვებს.

წყარო: http://detals.net

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ