ბათუმის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გაკეთდა, საქმე შეეხება ბათუმის მერიაში მასშტაბურ დაკავებებს.
დაკავებულია ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები.
«დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:
1) ბათუმის ყოფილი მერი გ.ე.
2) აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ.
3) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ.
4) ბათუმის ვიცე-მერი თ.პ.
5) ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.
6) ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.
7) ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.,»-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.