ავტობანზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც მოძრაობა შეაფერხა.
შეჯახების აცილების მიზნით, უკან მიმავალმა ავტომობილებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. დაზიანებულია 15-მდე ავტომანქანა, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
Loading…