აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. 
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ქალაქის მერის, მარტი უოლშის განცხადებით, ძეგლს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გახდა ვანდალების სამიზნე, დროებით საცავში გადაიტანენ.
paqtebi.ge
Loading…
