განცხადებები

„მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი, მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით…»-ილია მეორეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განცხადებით მრევლს მიმართა:

„მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი, მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში ან ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მარცხენა მხარეს ეტყვის, მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით, ეს გვაფიქრებს ჩვენ იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ.უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თავად ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, ჟამი ახლოს არს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნივ დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი.

ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში“, – განაცხადა პატრიარქმა

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ირანი ევროკავშირისგან უფრო მეტ სანქციას უნდა ელოდოს- ოლაფ შოლცი

«ბოლშევიკებმა მეზობლებს სამი ძირძველი რაიონი: კახი, ზაქათალა და ბელაქანი, აჩუქეს»-შალვა ნათელაშვილი(ვიდეო)

ფინეთი, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სერიოზულად დაფიქრდა ნატოში გაწევრიანებაზე

დატოვე კომენტარი