აღნიშნული ფაქტი მარტვილში მოხდა, სოფელ სალხინოში ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ და ძვირფასეულობა წაართვეს.
დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.
დაზარალებული 96 წლის ქალია, რომელსაც ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს და ოქროულობა, მობილური ტელეფონი წაართვეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.