covid-19

მარნეულში ინფიცირებულ პაციენტს 90-მდე პირთან ჰქონდა კონტაქტი, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის უშუალო წყაროსთან დაკავშირებით საუბრობს:

“დღეს გვაქვს ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევა, შემთხვევები იზრდება და ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით და ვპროგნოზირებთ, რომ რაოდენობა გაიზრდება. მარტო მარნეული გაზრდის თუ არა, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან ახლა მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი კონტაქტი გამოიკვეთა, ამ ეტაპზე, 90-მდე კონტაქტი არის მოძიებული.

და მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვეტყვის, რამდენად გაიზრდება ან არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა მარნეულის საფუძველზე. უშუალოდ წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, რადგან ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ იყო დიდი სარიტუალო სუფრა, სადაც გახლდნენ როგორც აზერბაიჯანიდან შემოსული ადამიანები, აგრეთვე ადგილობრივები”

“პაციენტის მდგომარეობა დანარჩენ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა, მრავალი ფაქტორია, რამაც ასეთი მდგომარეობა გამოიწვია, მხოლოდ ერთი მიზეზი არ არის”-განაცხადა გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

უკრაინამ აკრძალა რუსული ვაქცინების მიღება

Joni Kvaracxelia

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით- თენგიზ ცერცვაძე

დატოვე კომენტარი