covid-19განცხადება/მიმართვა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი

“მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

რეგიონში ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომელთა დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.”-წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ-მამუკა ხაზარაძე

აშშ საქართველოსთვის $500 000 დოლარს გამოყოფს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად

ნადირობა მამაკაცის გენეტიკაში და არსში დევს – დეპუტატი ზაზა ხუციშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი