მარკ ცუკერბერგი 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

0
87
Facebook Chairman and CEO Mark Zuckerberg testifies at a House Financial Services Committee hearing in Washington, U.S., October 23, 2019. REUTERS/Erin Scott TPX IMAGES OF THE DAY - RC1FB4B41120

მარკ ცუკერბერგი კომპანია Meta-დან 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს. ესაა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტში დასაქმებულების 13%, რაც, უცხოური მედიის ცნობით, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

«Meta-ს ისტორიაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების გაზიარება მიწევს. გადავწყვიტეთ, ჩვენი გუნდი 13%-ით შევამციროთ, რაც 11 000 ნიჭიერი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს. სამუშაო ძალის შემცირების გარდა, აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ხარჯები შევამციროთ და უფრო ეფექტიან კომპანიად ვიქცეთ», — განაცხადა ცუკერბერგმა.ცნობილია, რომ ბოლო მონაცემებით, კომპანია Meta მსოფლიო მასშტაბით 87,000 თანამშრომელს ასაქმებს, მათი რაოდენობა კი მომდევნო თვეებში 76,000-მდე შემცირდება.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ