განცხადებები

მარია ზახაროვამ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ განცხადება გაავრცელა

აშშ იყენებს „გამოგონილი ექსკლუზიურობის კონცეფციას“ ყველა თავისი პროვოკაციების, უკანონობისა და დანაშაულის გასამართლებლად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის სიტყვებს უცხოური აგენტების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„მას დაავიწყდა დაემატებინა რატომ. იმიტომ, რომ შეერთებული შტატები, ვაშინგტონის აზრით, არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ის, რაც ყველას არ შეუძლია. მას ასევე დაავიწყდა დაემატებინა, რომ შეერთებული შტატები იყენებს გამოგონილი ექსკლუზიურობის კონცეფციას, რათა გაამართლოს თავისი ყველა პროვოკაცია, უკანონობა და დანაშაული“, — წერს დიპლომატი ტელეგრამის საკუთარ არხზე, დღეს, 2 მარტს.
მანამდე დეგნანმა განაცხადა, რომ „აშშ ეწინააღმდეგება საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, თუნდაც ის სიტყვასიტყვით იყოს ნათარგმნი ამერიკული კანონებიდან“.

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეს გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში მოუსმენენ

ზაზა გახელაძის თავისუფლების სანაცვლოდ ოკუპანტები ხატს ან ჩორჩანის საგუშაგოს მოშლას ითხოვენ

roma sajaia

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რომ აღასწრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

დატოვე კომენტარი