განცხადება/მიმართვა

მარიამ კუბლაშვილი-ილია ჯიშკარიანი ბულინგის მსხვერპლია

თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანამშრომლის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ,   ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი  დაიცვას, როგორც კუბლაშვილი აცხადებს ილია  ჯიშკარიანი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, “ქართული ოცნების” დეპუტატს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს.

“ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა”.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან.

მივესალმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ”, – განაცხადა  “ინტერპრესნიუსთან” კუბლაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ხელით მოყავდა ივანიშვილს კობახიძე ბოდიშის მოსახდელად”-ეკა ბესელია(ვიდეო)

ვის უხდის მადლობას ნოდარ მელაძე?

“შეწყდეს ყოველგვარი საგამოცდო პროცესი და განახლდეს ის მაშინ როდესაც იქნება კონდიციონერები”

დატოვე კომენტარი