საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს აშშ-ს გავლენიან პოლიტიკოსებთან. ერთ-ერთი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი შეხვდა იყო ერთ-ერთ ყველაზე წამყვანი სენატორი, ქრისტოფერ მერფი.
«ვაშინგტონში, შევხვდი წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს და ასევე, ერთ-ერთ ყველაზე წამყვან სენატორს, ჩემს ძველ მეგობარს ქრისტოფერ მერფის, რომელთანაც განვიხილეთ რეგიონში შექმნილი სიტუაცია.
მიხარია, რომ ქრისტოფერ მერფი ამ სიტუაციას ძალიან კარგად ფლობს. იგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოვებული და გავლენიანი სენატორია, რომლის მეშვეობითაც ხმის მიწვდენა შეიძლება ყველა ძირითად გადაწყვეტილების მიმღებთან და თავადაც არის, ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები საკანონმდებლო ორგანოში.
ძალიან შინაარსიანი და საქმიანი დღენახევრიანი ვიზიტი გამომივიდა.
ასევე, ვისაუბრეთ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე, რაც ამერიკაშიც ძალიან ცხელი თემაა და საქართველოში კი ამას ყოველ წუთიერად ვგრძნობთ ჩვენ.
მე, სიმბოლურად გადავეცი ჩემი ვენახის ღვინის ბოთლი ყვარლიდან. მან გამოთქვა იმედი, რომ მალე შევძლებ საკუთარი ვენახის ნახვას და მოსავლის აღებას,»- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მან გამოთქვა იმედი, რომ მალე შევძლებ საკუთარი ვენახის ნახვას და მოსავლის აღებას — მიხეილ სააკაშვილი
Loading…