შემთხვევის დროს ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ავტოკოლონა კანონებს არ ექვემდებარება, მათ დანახვაზე ყველა მოძრავი ავტომანქანა ვალდებულია განზე გადავიდეს და გზა დაუმთმოს, სრაფად მოძრავ ავტოკორტეჯის ერთ-ერთი მანქანა სხვამოძრავ მანქანას შეეჯახა.
გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, მაგრამ ე.წ. პრეზიდენტის მანქანამ მოახერხა ერთადერთ მანქანას შეჯახებოდა, რომელიც იმ მომენტში გზატკეცილზე მოძრაობდა.
ამ წუთებში პრეზიდენტის ავტოკოლონამ შემთხვევის ადგილი დატოვა.
დაზიანებული მანქანა კი ამ დრომდე ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობის წინ დგას.
სწორი იქნებოდა ეს შეტყობინება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაციით დასრულებულიყო, მაგრამ ეს ხომ სიმართლეს არ შეესაბამება და…