გაერთიანებული ოპოზიცია «ძალა ერთობაშიას» ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე «თიბისი ბანკის» ირგვლივ განვითარებულ საკითხებზე განცხადებას აკეთებს:
«სამას ათას ხელმოწერასაც შევაგროვებთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები; ადამიანებს, ვინც 27 წელი შეალია ბიზნესის გაკეთებას, ართმევენ ამ ბიზნესებს — ხაზარაძე ჩემი მეგობარი არაა და ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ «აახიეს» რასაც ჰქვია ბიზნესი და გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი. ერთ-ერთი არის დავით კირკიტაძე. სულ ტყუილად გახვიეს იურიდიულ აბსურდში. ის პირადი პატიმარია ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც თავისი ჩრდილის ეშინია. მან საქართველოს მოქალაქე მიიყვანა გაპარტახების პირას. აუცილებლად გამოვიყვანთ კირკიტაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს მივუჩენთ შესაბამის ადგილს, სადაც ისტორიის სანაგვეა“, — განაცხადა ვაშაძემ.