განცხადება/მიმართვა

მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას ევროპარლამენტარების მოტყუებაში ადანაშაულებს

დღეს, საპარლამენტო უმრაველსობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურანლისტებთან ამტიცებდა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» და «ევროპული საქართველოს» წევრებს სურდათ ევროპელი პოლიტიკოსების შეცდომაში შეყვანა: «ნაციონალური მოძრაობა ხალხის მოტყუებიდან ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა, რადგან პოლიტპატიმრების 85-კაციანი სია წარუდგინეს და რეალურად, აქედან პატიმრობაში სულ ოთხი ადამიანია. ეს თვითონ ფაქტობრივი ტყუილი. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, იმ ფონზე, როდესაც ორი საათის განმავლობაში მთელი საქართველო უყურებდა, პოლიციელებს თავს როგორ ესხმოდნენ და პარლამენტში შტურმით შეჭრას, როგორ ცდილობდნენ, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ევროპარლამენტარებმა იმას, რომ ეს საკითხი იმგვარად გასულიყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს. კენჭისყრის შედეგები ყველაფერზე მეტყველებს, რომ ვერ იყო მხარდაჭერილი ის, რაც ტყუილია. პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, რაც გუშინდელი კენჭისყრით კიდევ ერთხელ დადასტურდა. როდესაც 85 კაციან სიას წარადგენ და რეალურად პატიმრობაში მხოლოდ ოთხი ადამიანია, ამაზე დიდი და თავხედური ტყუილი არ არსებობს. „ხალხის მოტყუებას რა უჭირსო“ და მოდი, ახლა ევროპარლამენტარებიც მოვატყუოთო, მათ ასე გამოუვიდათ, თუმცა ვერ მოახერხეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ახლა ძალიან მოკლედ დავწერ…»-ნიკა მელიას წერილი ციხიდან

roma sajaia

«თბილისის პრაიდის» საგანგებო განცხადება: ჩვენ გავდივართ!

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი