განცხადებები

მამუკა ბახტაძე ენმ-ს:»2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან”

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას საკუთარი თანხა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს გადაურიცხავს.

„თქვენ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ. ეს ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი, ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე, მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ბუნკერში დამალულ ოლიგარქ ივანიშვილზე»-სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს(ვიდეო)

«ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის…»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიმართვას ავრცელებს

roma sajaia

სახალხო დამცველი დმანისში  მომხდარ დაპირისპირების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

roma sajaia

დატოვე კომენტარი