კრიმინალი

მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი, 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დაკავებულია ქურდული სამყაროს 10 წევრი:„გოჭი“, „ჯოლო“,„ბაჩო“, „წიე“, „ყურშა“ და სხვები (ვიდეო)

რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დატოვე კომენტარი