«მამა ილია ტიპიური წარმომადგენელია გარყვნილი, გათახსირებული სამღვდელოებისა…გადავწყვიტე ეს დამეწერა»-სკანდალური ინფორმაცია მამა ილიაზე

0
2456

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი დოდონა კიზირია სვეტიცხოვლის არქიმანდრიტ, მამა ილიას შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

«დღეს ამ თემაზე არ ვაპირებდი რაიმე დამეწერა, მაგრამ ფბ-ს საერთო კედელზე წავაწყდი სვეტიცხოვლის არქიმანდრიტის, მამა ილიას სენტიმენტალურ პოსტს, სადაც მის ჯერ ბერად შემდგარ და შემდეგ მონაზონზე დაქორწილებულ ვაჟზე ლაპარაკობს და სიხარულს გამოთქვამს, რომ მათ ზიარების უფლება აღუდგინეს. მამა ილია იმდენად ტიპიური წარმომადგენელია ჩვენი დღევანდელი გარყვნილი, გათახსირებული, ვაჭრუკანა სამღვდელოების, რომ გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი, თუმცა ეს ჩვენს გონებადაბნელებულ მრევლს ხელს არ შეუშლის მის ხელს მოწიწებით ემთხვიოს.
მინდა ზოგს გავახსენო და ზოგს განვუმარტო ვინ ბრძანდება ეს „ღვთის მსახური“ მამა ილია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ საკარანტინო საათის დროს სალომე კარტოფილოვნას ტაძარი გაუღო, ხოლო ჟურნალისტები ლანძღვით იფრინა. ამაზე დიდიხნით ადრე კი, ყველას გეხსომებათ, ტაძრიდან მლოცველები გამოყარა, რათა ბორია ივანაშვილის მამასავით ბოროტ ვაჟიშვილს ჯვარი დაეწერა.
მამა ილია, იგივე სანდრო კავსაძე, გახლავთ საბჭოთა ნომენკლატურულ საქმიანობაში გამობრძმედილი პიროვნება. მისი დაწვრილებითი ბიოგრაფია შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ. აქ მოკლედ გეტყვით, რომ რაც კი კომკავშირულ-პარტიული ორგანიზაცია არსებობდა, ყველა აქვს გამოვლილი. ერთი პირობა კი შინსახკომის (ანუ კაგებეს) მინისტრის მოადგილე გახლდათ და შევარდნაძის ხელისუფლებაშიც მაღალი თანამდებობა ეკავა. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე მხედრიონის წევრი და ბანდიტ ჯაბა იოსელიანის სანდო პიროვნება გახდა.
მისი შემდგომი საქმიანობის გასახსენებლად მოვიყვან ცოტა გრძელ ციტატას ჩემი წიგნიდან, „პუტჩი“. ვისაც ეს წიგნი შეძენილი აქვს, მას ეცოდინება. ამ წიგნში მე მამა ილიას სახელითა და გვარით არ ვახსენებ, მაგრამ თუ ოდესმე მეორეჯერ გამოვეცი, უსათუოდ მოვიხსენიებ ყველა მისი ტიუტლით.
„…ზოგიერთი წყაროს თანახმად მხედრიონმა და სხვა შეიარაღებულმა ბანდებმა მხოლოდ სამეგრელოდან დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ნაძარცვი წაიღეს. პირადად მე ხელთ მაქვს ერთი მხედრიონელის წერილის ასლი, რომელიც მან ამერიკაში მყოფ თავის ვაჟს გაუგზავნა. ეს ახალგაზრდა ჩემმა ნაცნობმა ამერიკელმა ბიზნესმენმა მამამისის თხოვნით ამერიკაში ჩამოიყვანა, რათა მას სკოლა აქ დაემთავრებინა და ინგლისური ესწავლა. მე ამ ბიზნესმენს ზოგჯერ სხვადასხვა მასალებს ვუთარგმნიდი, როდესაც ის საქართველოში რაღაც საქმიანობის დაწყებას აპირებდა; აღმოჩნდა, რომ შორეული ნათესავებიც ვყოფილვართ და კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან.
ამ მხედრიონელის ვაჟკაცი ერთი განებივრებული ქართველი „კაი ბიჭი“ აღმოჩნდა, ძალიან ცუდად იქცეოდა, ერთხელ კი როგორღაც რევოლვერი იშოვნა და სკოლაში მიიტანა. შეშფოთებულმა ბიზნესმენმა დამირეკა და მითხრა, მე ეს ამბავი მამამისს შევატყობინე, მან ფაქსით წერილი გამომიგზავნა და გადამითარგმნეო. აღმოჩნდა, რომ წერილის ადრესატი შვილი გახლდათ. იგი დათარიღებულია 1993 წლის 21 ოქტომბრით, როდესაც აფხაზეთში ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. იქიდან ერთ აბზაცს გაგიზიარებთ ავტორის სტილის დაცვით, მხოლოდ პუნქტუაციები დავამატე, რათა წინადადებები გასაგები გამხდარიყო:
„შოთიკო, 20 ოქტომბრიდან დაიწყო შეტევები. ჩვენმა ძალებმა კარგათ უტევთ, თუ ასე გაგრძელდება ზვიადის და ზვიდისტებს თაგვებივით ამოვგუდავთ. ჩვენ СНГ-ში შევდივართ, მართალია ბევრს არ უნდათ, მაგრამ ეს გარდუვალია, ისე დავიღუპებით. მოკლედ, მე მგონი მალე გვეშველება.
შოთა, აბა ერთი შენ დააზუსტე ჯიპ-ვრანგლერი რომ იყიდოს კაცმა მინიმუმ 14 ცალი, რა ეღირება. რა თქმა უნდა მე მირჩევნია, ესე 10-12 ათასი რომ დაჯდეს. წამოღებას ჩვენ უზრუნველყოფთ. ვინც მოგვეხმარება ჯიპების შესყიდვაში ამ ფასებში, მას გადავუხდით თითო მანქანაში 1000$-ს. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია ფასი ავიდეს 15,000-სამდე. შოთა. ახალი შეიძლება იყოს როგორც წრევანდელი, ასე ერთი ორი წლის წინ გამოშვებული, რომელიც დგას მაღაზიაში და არ გაყიდულა. აბა ნახე, თუ არის ასეთი შანსი ჯიპ-ვრანგლერი“.
ეხლა ჩავატაროთ უბრალო მათემატიკური ოპერაცია. ესე იგი ეს მხედრიონელი (მას, სხვათა შორის, ჯაბა იოსელიანი ახსენებს თავის წიგნში „მესამე განზომილება“) მზად არის ამ მაშინ მოდაში შემოსულ მანქანებში გადაიხადოს 14 x 12,000=168,000 დოლარი პლიუს თითო მანქანაში ფეშქაშად $1000, ანუ ჯამში 168,000+14,000=182,000 დოლარი. უფრო მეტიც, თუკი ფასი 15 ათასამდე ავიდა. ამ შემთხვევაში შესყიდვის საბოლოო თანხა იქნებოდა 224,000 დოლარი ფეშქაშიანად. ამას დაამატეთ ამერიკიდან 14 ჯიპის გემით წამოღების თანხა და საერთო ჯამი მეოთხედ მილიონს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ეს მხოლოდ ერთი შეიარაღებული ბანდის ნაძარცვია და უნდა ვიფიქროთ, რომ მათი „ბიუჯეტი“ ამით არ ამოიწურებოდა. ჩვენი ეკლესიის კედლებში არაერთმა მისნაირმა იპოვნა მყუდრო სავანე.“
ამ «ღვთის მსახურის» წერილის ასლი ჩემს არქივში ინახება.»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ