განცხადება/მიმართვა

„მამა გიორგის მდგომარეობა არის რთული…მას მარჯვენა კიდურები წართმეული აქვს, სუსტად საუბრობს”-მამა ანდრია სარია

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა ანდრია სარიამ  მოინახულა.

„მამა გიორგის მდგომარეობა არის რთული, არ არის მარტივ ფორმებში. როგორც ცნობილია, მას მარჯვენა კიდურები წართმეული აქვს, სუსტად საუბრობს. პირველ დღეს, როცა დააკავეს, როდესაც დაიწყეს უსამართლობა და მამა გიორგისთვის უსამართლო განაჩენის გამოტანა, მას ჰქონდა იგივე პრობლემები და იგივე სამედიცინო დასკვნა, რაც დღეს არის – ინსულტის ნიშნები. შესაბამისად, დღესაც იგივენაირად, ამ უსამართლობის წნეხის ქვეშ, ნერვიულობის ფონზე ის ამ ყველაფრის მსხვერპლია და არანაირი გარანტია არ გვაქვს იმისა, ხვალ და ზეგ რომ ის ნორმალურად იგრძნობს თავს. სანამ ეს უსამართლო კამპანია მის წინააღმდეგ მუშაობს, მანამდე, რა თქმა უნდა, სიცოცხლესთან დაკავშირებული საშიშროება არსებობს”,-აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, “ყველამ ვიცით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ”- აცხადებს მამა ანდრია სარია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სად ერიცხებათ სანქცირებულ სპეცრაზმის შეფებს ხელფასები?-რომან გოცირიძის განცხადება

roma sajaia

“სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური!”-გვარამია

რა მიმართვა გაავრცელა გიორგი რურუამ ნიკა მელიასადმი

დატოვე კომენტარი