არსებული ინფორმაციით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით მამამ შვილი მოკლა, მკვლელობას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
მამაკაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აღენიშნებოდა.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
Loading…
