სოცქსელი

მალხაზ პატარაია: “ზურაბ ხონელიძემ გაგვაოცა”

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ისევ გაგვაოცა მორიგი ნოვაციით. რამდენიმე დღის წინ მან გააფორმა მემორანდუმი საგარეო დაზვერვის სამსახურთან უნივერსიტეტში ამ უკანასკნელის ფილიალის გახსნის შესახებ. ხელმოწერის ცერემონიალი ჩატარდა უმაღლეს დონეზე დიპლომატიური პროტოკოლის სრული დაცვით.

სხვა საქმეა, რამდენად თავსდება ეს ამბავი ბოლონიის პროცესში და არსებობს თუ არა ანალოგი მსოფლიოში, ან რომელი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს ლეგალიზაციის ამ ხარისხით. აქ ალბათ სერიოზულ განსჯაზე მეტად ირონიული აზრები უფრო მოგვეძალება. თუმცა უკვე ინტერნეტვიზიად ქცეული აფხაზეთის ტელევიზიის ამ ტრაგიკომიკური სიუჟეტიდან რექტორის ფრაზა ორი სამსახურის თანამშრომლობის შესახებ მაინც ერთობ საყურადღებოა. პირველი სამსახური-გასაგებია. რომელია მეორე? რომელი ქვეყნის და ვინ არის უნივერსიტეტში მისი წამომადგენელი?

მგონი ფროიდისტულ წამოცდენასთან გვაქვს საქმე და საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის ალბათ ეს უნდა იყოს საინტერესო ყოველგვარი მემორანდუმების გარეშე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ჟურნალისტებო დაინტერესდით ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში”

საქართველოს სამეფოს განცხადება

Joni Kvaracxelia

“პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა…ესეც, ასე! დავიწყეთ”-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი