დიდი ალბათობით, 2020 წლის ბოლომდე აშშ-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა ექნება. ამის შესახებ CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
„ნოემბერ-დეკემბერში გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. თუ ვაქცინა გვექნება, ეს იქნება მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოზა“, — განაცხადა ფაუჩიმ.
Loading…