მაკრონი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

0
313

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესს პარიზში, ელისეს სასახლეში უმასპინძლა. ორივე მათგანი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს, რომელიც ბუნებრივი რესურსების ძიების მიზნით კვლევით და ბურღვით სამუშაოებს აწარმოებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების ხელყოფისთვის თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა და საბერძნეთსა და კვიპროსს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მხრიდან “მათი სუვერენიტეტის ხელყოფის” საკითხში.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ