სამხედრო

მაკრონის წინადადებას «ევროპის არმიის» შექმნის შესახებ, მხარდამჭერი გამოუჩნდა

ერთ-ერთი პირველთაგანი იყო გერმანიის კანცლერი, რომელმაც მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის «ევროპის არმიის» შექმნის ინიციატივას. მან სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ევროპის ლიდერებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამ იდეას.

„ერთიანი ევროპული არმია მსოფლიოს აჩვენებდა, რომ აღარასოდეს იქნება ომი ევროპის ქვეყნებს შორის“, განაცხადა კანცლერმა. მისი თქმით ევროპის არმია იმოქმედებს ნატოს პარალელურად. ის დაექვემდებარება ევროპის უშიშროების საბჭოს, რითაც მოხდება მთლიანად კონტინენტის თავდაცვის სტრუქტურის ცენტრალიზება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა გააჟღერა «ევროპის არმიის» შექმნის იდეა. მისი თქმით ის ევროპას მიანიჭებდა მეტ დამოუკიდებლობას შეერთებული შტატებისაგან და კონტინენტს დაიცავდა პოტენციური აგრესორებისაგან, როგორიც არის რუსეთი, ან ჩინეთი.

მაკრონის ამ იდეას თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტისგან მოჰყვა მკაცრი კრიტიკა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რუსული გემები შეეცადნენ ხელი შეეშალათ უკრაინისა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის

Joni Kvaracxelia

მკვლელები რუსულად საუბრობენ. გადარჩენილებს კი… VIDEO 18+

Joni Kvaracxelia

ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი