covid-19განცხადებები

მაინც არის დიდი თავშეყრები,დიდი სუფრები და შესაბამისად ვრცელდება ინფექციაც-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ  მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექციაც.

«როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე»-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«საიდან მოვიტანო პური, რაღა ვქნა ხან მშიერი ვარ»-დავით ვანიშვილი ხურვალეთიდან

კივიდ-19 დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 55 წლამდე ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს

თავშესაფრის ქართველი მაძიებლების მიმართ საფრანგეთი ძალიან მკაცრი იქნება

დატოვე კომენტარი