აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.
„ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ძმომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასა და ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავებას“, — განაცხადა მაიკ პომპეომ.
Loading…