covid-19

მაიკ პომპეომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

“მინდა ვისაუბრო იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ხალხი „ტვიტერზე“ ეცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთი ასეთი ინფორმაცია გარკვეული მთავრობიდან მოდის. მე ყველას მოვუწოდებ ვინც ამას ეცნობა -თითქოს ეს ვირუსი აშშ-ის არმიისგან წამოვიდა, ყველა ამერიკელმა და არა მარტო, ყველა ადამიანმა მთელ მსოფლიოში უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაციას სანდო წყაროსგან იღებენ და არა ცუდი მოთამაშისგან, რომელიც განზრახ ცდილობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. ეს ყველაფერი რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის”-განაცხადა პომპეომ.

ინტერპრესნიუსი

Loading…

მსგავსი პოსტები

ზუგდიდში 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

“მივიღეთ გადაწყვეტილება…”-გიორგი გახარიას საგანგებო განცხადება (ვიდეო)

ჯეიმს ბეიკერს კორონა ვირუსი დაუდგინდა

დატოვე კომენტარი