განცხადებები

«მათ სურთ ჩემი დაკავება…ფიქრობენ, რომ ჩემი განადგურებით თემირლანის საქმეს გაანადგურებენ»-მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი  არ გამორიცხავს მის დაკავებას.

«ბრალდებულის სტატუსი მგონი შეიცვლება, რადგან დაკითხვაზე დავამტკიცე, რომ ჩვენი საუბრები იყო შეერთებული. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, სასამართლო იტყვის თავის სიტყვას. კარგი იქნებოდა, რომ მათ არ გამოვეცხადებინე მთელი მსოფლიოს წინაშე ტერორისტად, ეს არ შეიძლება, ეს სუს-ის მხრიდან დიდი შეცდომა იყო. რაც შეეხება გამოქვეყნებულ ვიდეოს, პირველი დღიდან ვიძახი, ეს არის ჩემი საუბარი როცა ჩემი ხმის ჩაწერას და ექსპერტიზას აკეთებდნენ, მე იქაც ვთქვი, ჩემი საუბარია არ არის ექსპერტიზის გაკეთება საჭირო, მაგრამ მაინც გაკეთდა. ყოველთვის ვამბობ, რომ მაგაზე მძიმე საუბარი მქონია გოგაშვილთან და იმ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით, რომლებმაც შვილი მომიკლეს,

…მათ სურთ ჩემი დაკავება, რადგან ფიქრობენ, რომ ჩემი განადგურებით თემირლანის საქმეს გაანადგურებენ, ამ ხელისუფლებას მე მაგის საშუალებას არ მივცემ», — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სახელმწიფო მინისტრის კომენტარი ახალგორის მიმართულებით არსებული გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით

«ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხელისუფლება უნდა გადაგეს»

ამ პირობებში ის ბიძინა ივანიშვილი სწრაფად დაცლის საქართველოს-სააკაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი