«მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, მადლობა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს»-მეუფე დანიელი (ვიდეო)

0
584

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სოფელ ფოკაში განცხადება გააკეთა.

«საკურთხევლის აღმართვიდან 30 წლისთავს ვზეიმობთ და აი, ამ წმინდა ადგილიდან, საიდანაც ნინომ დაიწყო სვლა საქართველოში და ქადაგება. 30 წლის მანძილზე ჩვენ ვზეიმობთ წმინდა ნინოს გზაზე საქართველოს ეკლესიისა და სამღვდელოების და მრევლის მოგზაურობას. ამ ზეიმს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე, ეკლესიურად ნინო, ზურაბიშვილი, ჩვენ მას ვულოცავთ ანგელოზის დღეს. იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ ქალბატონო ნინო. შეგიწიროთ ღმერთმა ეს ღვაწლი. ასევე მინდა, აღვნიშნო ხაზგასმულად საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის. ღვაწლი არა მარტო ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ საერთოდ წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაულის ასეთ მხარდაჭერაში…

«მადლობა ქალბატონ სალომეს, იგივე ნინოს, ბატონ მამუკას, ბატონ ირაკლის, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე მადლობას ჩვენ ვწირავთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,» — განაცხადა მეუფე დანიელმა

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ