განცხადებებიპოლიტიკა

«მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის»-გიორგი გახარია ალიევს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განცხადება გააკეთა:

 

«ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად»- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს- იაგო ხვიჩია

მონტენეგრო საქარველოს «NATO»-ში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია

Joni Kvaracxelia

«იმედგაცრუებული დავრჩით…»კელი დეგნანი 31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს

roma sajaia

დატოვე კომენტარი